საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კამპანიის - #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გიწვევთ ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო კონკურსის მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge
ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:
I ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსის“ 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
II ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსის“ 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
III ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსის“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ შემდეგ
ბმულზე