შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ანკარის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბათუმში, ანკარას ინტერპოლის მიერ 2014 წლის 4 ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წელს დაბადებული მუსტაფა ბესიკჩი დააკავეს.
მუსტაფა ბესიკჩის ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-e, 87/1-d, 62 და 53/1-a, b, d, e, c მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს სხეულის დაზიანებას ცივი იარაღის გამოყენებით. 2009 წლის 2 სექტემბერს ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქე თუნჩაი იენიგუნს.
ამ დროისთვის მუსტაფა ბესიკჩი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.