შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვარშავის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს ინტერპოლის განყოფილების ხელმძღვანელი, ვლოდიმირზ ლესიევიჩი ეწვია.
სტუმარმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფი დაათვალიერა, მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ვიზიტის განმავლობაში, ვლოდიმირზ ლესიევიჩმა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიები მოინახულა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის თვეში პოლონეთის რესპუბლიკას სასწავლო ვიზიტით სტუმრობდა.