შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, სამთო-ალპინისტური ტაქტიკური მომზადების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ავსტრიელი ექსპერტები ეწვივნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-ალპინისტური ტაქტიკური მომზადების თემაზე დეპარტამენტში მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და დაგეგმარების სამმართველოს ინსტრუქტორებმა თბილისის ბოტანიკური ბაღის სკალადრომზე კლდეზე ცოცვის, აჭურვილობის გამოყენებით სიმაღლეზე ასვლის და კლდიდან დაშვების საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს.
ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიელი ექსპერტები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს საწვრთნელ ბაზასაც ეწვივნენ. სტუმრებმა ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მიმდინარე წლიდან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტში ჩაერთვება.