შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელების ინიციატივით, მიმდინარე წლის 6-11 თებერვალს, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობით, შსს-ს აკადემიაში შიდასაფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
ფინალში ერთმანეთს ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა II სამმართველოს გუნდები შეხვდნენ. თამაში თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ გამარჯვებულ გუნდს სამსახსოვრო თასი გადასცა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს დეპარტამენტის თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.