შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელებულ სწავლებაში - „ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზიარება“. ღონისძიება საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებზე პოლონეთის გამოცდილების გაზიარება. სწავლება როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მსგავს საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში პერიოდულად მონაწილეობენ, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას.