შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ სისხლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული „სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩააბარა.
აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. შს სამინისტრო აღნიშნულ აქციაში რეგულარულად მონაწილეობს.