შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და უძველესი ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
გდდ-ს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა აღნიშნული ტერიტორიები ხმელი ხეებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს, მონასტრის ბერებს კი სამშენებლო სამუშაოებსა და შეშის დაჩეხვაში დაეხმარნენ.
მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.