შს მინისტრის მოადგილემ, პოლიციის გენერალ-მაიორმა მერაბ მალანიამ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონული და განსაკუთრებულ დავალებათა 1-ლი, მე-2 და მე-3 სამმართველოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შს მინისტრის მოადგილემ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ტერიტორიაზე განახლებული სასროლეთი დაათვალიერეს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სასროლეთი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.