შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ მინდია ლორთქიფანიძეს, სხვა ხელმძღვანელებსა და ჯარისკაცებთან ერთად, ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ და საძირკვლის ჩაყრაში მიიღეს მონაწილეობა.
ეკლესიის მშენებლობა მამა დავითმა აკურთხა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ეკლესიას საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით აშენებს.