შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე 194-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
წვევამდელები შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.