შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი შსს-ს აკადემიაში ახლადამოქმედებული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და მაგისტრანტებს შეხვდნენ. მათ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, პროგრამის მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა შსს-ს აკადემიაში წელს პირველად გაიხსნა და ანალოგი არ გააჩნია. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის აკადემიის მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გადაცემას და სამართალმცოდნისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან.
საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებული საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსების გავლა შესაძლებელია მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს.