შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, შსს-ს თანამშრომლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
ბრუნო ბალდუკი მსმენელებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის პრინციპებზე და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კონტროლის მექანიზმებზე ესაუბრა. საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საფრანგეთის პოლიციის ატაშემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები საჯარო ლექციებს უკითხავენ.
პროექტის მიზანია სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა.