შსს-ს აკადემიაში, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და ლიტველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალი მეთოდები, ნარკოდანაშაულის გამოძიების ტექნიკა, ნარკოკონტროლის ეროვნული სისტემა (სამართლებრივი აქტები, ინსტიტუტები, პასუხისმგებლობა) და ნარკოტიკების კონტროლირებადი მიწოდების საკითხი განიხილეს.
პროექტის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც გამოცდილების გაზიარებას, სამართლდაცვით სფეროში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.