შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკის მაღაზიაში მდებარე შპს „4 ფინანსის“ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 3305 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზ.ფ. მომხდარიდან 2 დღეში, ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).