შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მამუკა ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში, მამუკა ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით, ასევე "გოლდ სტარის" ტიპის საფანტის პისტოლეტი სამი ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).