შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გალაქტიონ ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, გასაშლელკონდახიანი „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).