შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზურაბ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 185 საბრძოლო ვაზნა და გადაჭრილი თოფი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).