შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული დავით კ, 1973 წელს დაბადებული კახაბერ წ. და 1981 წელს დაბადებული ლაშა ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა სამივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 70 საბრძოლო ვაზნა და 4 მჭიდი ამოიღეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).