შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ირაკლი ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, თანასოფლელი მელქის ს-ს ღია აივნიდან, ტომრებში დაფასოებული 40 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელ პუნქტში 170 ლარად ჩააბარა და მიმალვა სცადა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირაკლი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).