შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. სამართალდამცველებმა რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).