შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული ლია ვ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქე გელა გ-ს 2013 წელს 6600 ლარის სანაცვლოდ უნივერსიტეტ „ვიტა“-ს ბაკალავრის ყალბი დიპლომი, თსუ-ს მაგისტრატურის გაყალბებული ცნობა და საკვალიფიკაციო კურსების გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა დაუმზადა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). სასამართლომ ლია ვ-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.