შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 10-ე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოლეგ პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, გვიან ღამით, სოფელ გლდანში მდებარე გრიგოლ ღვთისმეტყველის მამათა მონასტრის კელიაში ფარულად შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შეწირულ თანხას – 2700 ლარს და 15 დოლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ოლეგ პ. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს. მოპარული თანხის ნაწილი – 750 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 10-ე განყოფილება აწარმოებს.