შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ილია ო. და 1995 წელს დაბადებული თორნიკე ჭ. ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და თანხის შესანახი ყუთი მიითვისეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტები და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ილია ო. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იგი ასევე მის მიერ მიმდინარე წლის მაისში, ქობულეთში, სხვადასხვა ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის 4 ფაქტსაც აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).