შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალციხის და ასპინძის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1963 წელს დაბადებული ია ბ, 1965 წელს დაბადებული არუთუნ ი. და 1949 წელს დაბადებული ნაზი ნ. ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სალომე ნ. დაბა ასპინძაში სასტუმროს ნომრებს, არუთინ ი. ქალაქ ახალციხეში აბანოს, ხოლო ახალციხის მცხოვრები ია ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.
გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 15 ქალბატონი მოწმის სახით დაიკითხა.
გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).