შსს-ს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ამბროლაურში გაიხსნა. გახსნას შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ნუგზარ სუჯაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული სამსახური იმერეთის რეგიონში აქამდე მხოლოდ ქუთაისში ფუნქციონირებდა. ახალი ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი თანამედროვე ავეჯით და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.
ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტს უახლესი ნარკოტესტებით დაადგენს. კვალიფიციური ექიმი-ნარკოლოგები პირის ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობის დასადგენად ასევე ჩაატარებენ მის კლინიკურ შემოწმებას.
გარდა ამისა, ადგილზე იმუშავებს კრიმინალისტიკური ჯგუფი, რომელიც განახორციელებს დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას. კრიმინალისტიკური სამსახური აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ერთიან ბაზასთან. აღნიშნული ბაზის საშუალებით ოპერატიულად მოხდება პიროვნების თითის ანაბეჭდების და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება და პირის ვინაობის დადგენა.