შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ანდრეი კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მეზობელს – 1990 წელს დაბადებულ სურაჯ ა-ს ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში გაჩიანის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).