შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ გ. სოფელ რუხში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გ. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან შემოვიდა. დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით მას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თემურ გ. კანონიერ ქურდობას აღიარებს.
გამოძიება კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).