შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, მარნეულში მცხოვრები 1985 წელს დაბადებულიუ ელშან გ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი 25,7249 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260 ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).