შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჰააგის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან ძალადობრივი ქურდობის, გამოძალვის და დამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისთვის საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ეროვნებით ქართველი, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს.
ლევან ბ. 2012 წლის 24 ივლისს ჰოლანდიაში, ოქსმერიის მუნიციპალიტეტში, თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ჰოლანდიის მოქალაქეს, რომელსაც იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გასტაცა პლასტიკური ბარათი, სამკაული, მობილური ტელეფონები, ანტიკვარული კედლის საათი და 1250 ევრო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ლევან ბ. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.