შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი - 1987 წელს დაბადებული ნოდარ ო. და 1986 წელს დაბადებული გიგა მ. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 26,78 გრ ფსიქოაქტიური ნივთიერება. ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე დაკავებული ე.წ. „ბიო“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).