შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ საგნის გამოყენებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით: 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ნ, 1986 წელს დაბადებული მირიან დ. და 1987 წელს დაბადებული კახა გ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.