შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ქ.მ. და 1974 წელს დაბადებული კ.ნ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ქ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 19 აბი „მეტადონი“.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).