შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შოთა მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა შოთა მ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქობულეთი-ურეკის საავტომობილო გზაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1,394 გრ ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).