შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს სავარჯიშოდ სპორტული ინვენტარი გადასცეს.
აღნიშნული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებენ უპირატესობას, ინვენტარის გარეშე ვარჯიში სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა წიკლაურმა სპორტული ინვენტარი ახალგაზრდებს სავარჯიშო დარბაზში მიუტანეს. ინვენტარის გადაცემის ცერემონიას ახალგაზრდებთან ერთად მათი ტრენერი ადომ ელიზბარიანი და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.