შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, აქციაში – „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მიიღეს.
შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და დანაყოფის თანამშრომლები უკვე მეორე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, სისხლის გაღების აქციებს ყოველ კვირას ატარებენ.
აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.