შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა ექსპერტებთან კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც ქართველ კოლეგებს ე.წ. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის შესახებ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრაზე განიხილეს საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის როლი. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. შეხვედრაში მონაწილე შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში აღნიშნული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას.
ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას და მოცემული სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს მის ეფექტურ იმპლემეტაციას.