შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვიდი სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.