შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საპატრულო პოლიციის რეგიონული მთავარი სამმართველოების უფროსებს შეხვდა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი წარუდგინა.
მინისტრმა სამუშაო შეხვედრისას საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და არსებული პრობლემები განიხილა. გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის რეგიონული სამმართველოების ხელძღვანელებს დავალებები მისცა და ყურადღება დეპარტამენტის გამართულ მუშაობასა და კანონდარღვევის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და საპატრულო პოლიციამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.