შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მდინარე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა. მინისტრმა შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. ვახტანგ გომელაურმა ასევე კონკრეტული მითითებები გასცა, რომლის მიხედვით ხვალიდან სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაოებს გააგრძელებენ. შს მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამძებრო და აღდგენითი სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება. ზოოპარკის ტერიტორიაზე შემოვა თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები ტექნიკასთან ერთად, „მზიურშიც“ დაემატება ტექნიკა და დაიწყება მასშტაბური სამუშაოები. ასევე ხვალიდან გაიხსნება გზა რამდენიმე მიმართულებით“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრმა „მზიურის“ ტერიტორია დაათვალიერა და გაწმენდითი სამუშაოების გეგმა დასახა.