შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
შს მინისტრმა ელჩს სამინისტროში ევროინტეგრაციის კუთხით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიტვის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.