შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის და პოლიციის ატაშე ლორენცო ლებინის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილი სტუმრებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამართალდაცვით სფეროში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა.