საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ერაყის ელჩ ბაქირ აჰმედ ალ-ჯაფს შეხვდა. საუბარი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს ერაყისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.