3 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა პროექტ „დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!“-ს ფარგლებში, ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად, მსოფლიოს მასშტაბით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ერთდროულად 5 კონტინეტზე, 35 ქვეყანაში ჩატარდა.
საქართველოში საერთაშორისო მარათონი კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული ფული სრულად გადაერიცხება „Wings For Life“-ის კვლევის ფონდს. თანხა იმ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება, რომელთა საშუალებითაც ზურგის ტვინის დაავადებების განკურნება შესაძლებელი გახდება.