შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში შეხვედრა გორში, “ამერიკულ სკოლაში” გამართეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე მიაწოდეს, მათ შორის ისაუბრეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლასა და საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.