საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „ETERNITY 2023“ - ში მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდა და მისი მიზანი იყო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებებისა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლების როგორც კომპიუტერულ, ასევე, საველე კომპონენტში.
ღონისძიებაში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ჩართულები იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედროები.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.