შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში თურქეთის საელჩოს პოლიციის და ჟანდარმერიის ატაშეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზურაბ ჭაბაშვილმა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.