შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ცენტრალური სამორიგეოდან მილსადენების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ.