შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY 2024“, აღნიშნულ სწავლებაში როგორც კომპიუტერულ, ასევე საველე კომპონენტში ჩართული იყვნენ დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მოსამსახურეები. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარებოდა, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვასა და აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ ქვედანაყოფებსა და უწყებათაშორის ურთიერთთავსებადობის დახვეწას ითვალისწინებდა. სწავლებაში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედროები.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.