შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეპარტამენტის დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
რამდენიმე დღის წინ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ფრენბურთის გუნდმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობისთვის გამართულ ჩემპიონატში I ადგილი დაიკავა. გუნდს ფულადი ჯილდო, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯილდოდ მიღებული ფულით დაღუპული თანამშრომლების ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრები შეიძინეს.